Terenti Graneli ტერენტი გრან profile picture

Terenti Graneli ტერენტი გრან

არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღ

About Me

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარია კვირკვაია და არა კვირკველია, ასეთ ინფორმაციას გვაწვდის წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის დაბადებათა ნუსხა) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკვაიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. დედინაცვალს კი განსაკუთრებით ტერენტი უყვარდა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ. ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და ეჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

Layout by CoolChaser

My Interests

Music:

Member Since: 04/12/2007
Band Members: შუაღამე ჩამოეშვა... ხატების წინ ხელაპყრობილი ვდგავართ მე და გაფითრება სადღაც შორს ბნელი თვალებით ვამჩნევ: თეთრ უდაბნოში სანთელივით რომ კრთის ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი. არ ვიცი: შეიძლება ჩემი მწუხარების მიზეზი უხილავი ბაღების სილურჯე იყოს... ღამის უფსკრული გაიხსნა. უნდა გათენდეს. ხატების წინ ისევ ხელაპყრობილი ვართ მე და გაფითრება. და ჩემი მწუხარე დის ცისფერი ლანდი ისევ ღამის შუქივით ელავს თეთრ უდაბნოში
Sounds Like: ""შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ, როცა ოცნებით ზეცას მოვიარ. წმინდაო ღმერთო! რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!""
Record Label: Unsigned

My Blog

Check out this event: Memento Mori

Hosted By: Ballet Deviare When: Friday May 23, 2008 at 8:00 PMWhere: Baruch Performing Arts Center in New York CityEast 25th Street between Lexington Ave & 3rd AveNew York, NY 10010United StatesDescri...
Posted by on Mon, 03 Mar 2008 01:21:00 GMT